სამხრეთ პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა
სამხრეთ პაკისტანში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რელსებიდან სამგზავრო მატარებლის დაახლოებით 10 ვაგონი გადავიდა ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიდან 275 კილომეტრში.
დაჭრილი მგზავრები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ჯგუფები ადამიანების ნამსხვრევებიდან ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან არმიის სამაშველო ჯგუფებიც.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა შემთხვევის ადგილის მეზობელი რაიონების მთავარ საავადმყოფოებში.
მედიის ცნობით, პაკისტანის სარკინიგზო სისტემაზე უბედური შემთხვევები ხშირია.