სამხრეთ კორეის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი დიდი შვიდიანის სამიტისთვის ემზადება.

პრეზიდენტთან ერთად ვაქცინა გაიკეთა მისმა მეუღლემ და გუნდის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც დიდი შვიდიანის სამიტზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად მიდიან.

დიდი შვიდიანის სამიტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიწვევით, სტუმრის სტატუსით სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის პირველი პირები დაესწრებიან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.