„ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დღეს იწყება.

ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, თავად აცრის პროცესი დაიწყება 12 ივლისს.

„რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან ოთხი კვირის შემდეგ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 200 დოზა დღეს ჩამოვიდა.