სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ პროვინცია განვონში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა და მალევე სოკჩოსა და განეუნგის ქალაქებზე გავრცელდა.
სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 200-მდე საცხოვრებელი სახლი.
ცეცხლი 525 ჰექტარზეა გავრცელებული. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია 4 000-მდე მაცხოვრებელი. სტიქიასთან გამკლავებას რამდენიმე ათასი მეხანძრე და სამხედრო ცდილობს.