სამხრეთ კორეაში მასშტაბურ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

09:02, 05.04.2019

სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ პროვინცია განვონში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა და მალევე სოკჩოსა და განეუნგის ქალაქებზე გავრცელდა.

სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 200-მდე საცხოვრებელი სახლი.

ცეცხლი 525 ჰექტარზეა გავრცელებული. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია 4 000-მდე მაცხოვრებელი. სტიქიასთან გამკლავებას რამდენიმე ათასი მეხანძრე და სამხედრო ცდილობს.

მსგავსი