სადებიუტო გოლი და დუბლი – არაბიძემ სამხრეთ კორეაში გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი არაბიძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში, სადაც ქართველი შემტევის დუბლით ქვეყნის ჩემპიონმა „ულსანმა“ დაძაბულ ბრძოლაში „პოჰანგი“ 5:4 დაამარცხა.
아라비제 개미친 골 각도별로 보자 .. 🥹🥹🥹
ㄴ 이미작성한트윗입니다
ㄴ ㅋ 어쩌라고 pic.twitter.com/EVWv15N1BP— 탕이 (@tangiii_uh) August 31, 2024
გიორგიმ ახალ გუნდში ამ მატჩამდე ორი შეხვედრა ჩაატარა – ერთი ჩემპიონატში და ერთი თასზე, მაგრამ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, 29-ე ტურში კი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე ანგარიში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
„პოჰანგმა“ (მე-10 წუთზე) ჰონგი იონ-სანგის ზუსტი დარტყმით წონასწორობა სწრაფად აღადგინა. თუმცა, 36-ე წუთზე არაბიძემ ისევ გაიბრწყინა, სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შევარდა და სტუმრების კარი მეორედ აიღო.
아라비제 개미친 골 각도별로 보자 .. 🥹🥹🥹
ㄴ 이미작성한트윗입니다
ㄴ ㅋ 어쩌라고 pic.twitter.com/EVWv15N1BP— 탕이 (@tangiii_uh) August 31, 2024
სამწუხაროდ, გიორგიმ მცირე ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. მეორე ნახევარში „ულსანმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა – თავი იაგო საიუმ (58), ლუდვიგსონმა (79) და კიმ იუნ-გვონმა (88) გამოიჩინეს და მასპინძლებმა 5:4 გაიმარჯვეს.
„ულსანმა“ 29 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გალიდერდა.