სადებიუტო გოლი და დუბლი - არაბიძემ სამხრეთ კორეაში გაიბრწყინა  [ვიდეო] #1TVSPORT
სადებიუტო გოლი და დუბლი - არაბიძემ სამხრეთ კორეაში გაიბრწყინა  [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი არაბიძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში, სადაც ქართველი შემტევის დუბლით ქვეყნის ჩემპიონმა „ულსანმა“ დაძაბულ ბრძოლაში „პოჰანგი“ 5:4 დაამარცხა.

გიორგიმ ახალ გუნდში ამ მატჩამდე ორი შეხვედრა ჩაატარა – ერთი ჩემპიონატში და ერთი თასზე, მაგრამ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, 29-ე ტურში კი „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე ანგარიში შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა.

პოჰანგმა“ (მე-10 წუთზე) ჰონგი იონ-სანგის ზუსტი დარტყმით წონასწორობა სწრაფად აღადგინა. თუმცა, 36-ე წუთზე არაბიძემ ისევ გაიბრწყინა, სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შევარდა და სტუმრების კარი მეორედ აიღო.


სამწუხაროდ, გიორგიმ მცირე ტრავმა მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს. მეორე ნახევარში „ულსანმა“ კიდევ სამი გოლი გაიტანა – თავი იაგო საიუმ (58), ლუდვიგსონმა (79) და კიმ იუნ-გვონმა (88) გამოიჩინეს და მასპინძლებმა 5:4 გაიმარჯვეს.

ულსანმა“ 29 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა და  სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გალიდერდა.