სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ელემენტების ქარხანაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ელემენტების ქარხანაში ხანძარს, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 18 – ჩინეთის, ერთი – ლაოსის, ორი კი სამხრეთ კორეის მოქალაქეა.
ხანძრის დროს დაშავდა კიდევ სამი პირი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს ქარხანაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი საწარმოში დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რამაც მეორე სართულზე, საცავში განთავსებული ელემენტების აფეთქება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში 35 000-მდე ელემენტი ინახებოდა. ხანძარი ლოკალიზებულია.