სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ საკუთარი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, საკუთარი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პრეზიდენტ მუნ ჯე ინის ადმინისტრაციის განცხადებით, სამხრეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც წყალქვეშა ნავიდან იქნა გაშვებული. ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტის გაშვებისას სამხრეთ კორეის პრეზიდენტიც იმყოფებოდა წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც საექსპლუატაციოდ გასულ თვეში გადაეცა.
ბირთვული ქვეყნების შემდეგ, სამხრეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა წყალქვეშა ნავიდან.
პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტის ფლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოველმხრივი საფრთხეების შეკავების მიმართულებით და ითამაშებს მნიშვნელოვან როლს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისა და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ. სამხრეთ კორეის გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტებმა 800 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩამოცვივდა.