სამხრეთ კაროლინაში, რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა
სამხრეთ კაროლინაში, რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

სამხრეთ კაროლინაში, რესპუბლიკელების პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში შევხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას, და ჩვენ ვეტყვით: „გამოდი, ჯო, შენ გაგათავისუფლეს“, – განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა შეაქო თავისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.

ტრამპის კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ხმების 40% მიიღო, რაც არ არის ცოტა, ამიტომ აპირებს, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს.