სამხრეთ კაროლინაში სარკინიგზო კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

15:32, 04.02.2018

სამხრეთ კაროლინის შტატში სარკინიგზო კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. Fox News-ის მონაცემებით, დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

კომპანია Amtrak-ის სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 139 მგზავრი გადაჰყავდა, სატვირთო მატარებელს შეეჯახა. კატასტროფის შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

სამგზავრო მატარებელი ნიუ იორკიდან მაიამიში მიემგზავრებოდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მსგავსი