სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამაშველო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შემთხვევა დედაქალაქ იოჰანესბურგის სამხრეთით არსებულ შემოგარენში, ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მთავრობამ უკვე დაიწყო გამოძიება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მატარებელი ერთ ლიანდაგზე მიდიოდა. სწორედ ამან გამოიწვია შეჯახება, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა რეისების არევა.