სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ სკოლასთან გზის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე სამი ბავშვი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სკოლასთან გზის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე სამი ბავშვი დაიღუპა, ათობით მოსწავლე კი დაშავდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ხუთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
Deutshe Welle-ის ინფორმაციით, სკოლის წინ არსებული გზა დილის საათებში ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც ცნობილია, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
რამ გამოიწვია სკოლის წინ გზის მონაკვეთის ჩანგრევა, ჯერ უცნობია.