სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის, უკრაინაში ნატო-ს თვითმფრინავები ჩავიდნენ
სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2019“-ში (Sea Breeze 2019) მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავები ჩავიდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკულმა თვითმფრინავმა „სი-130 ჯეი“-მ და ბრიტანულმა „ეი-400 ატლას“-მა ოდესაში პირადი შემადგენლობა, მათ შორის საზღვაო სპეცრაზმი ჩაიყვანა.
სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით უკრაინაში უკვე გადატვირთეს ტექნიკა და სამხედრო წვრთნებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა.
სამხედრო სწავლება საჰაერო, საზღვაო და წყალქვეშა კომპონენტებს მოიცავს. „სი ბრიზ 2019“ 1-12 ივლისს ჩატარდება.