სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს იწყება
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს იწყება.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.
საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.