უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადის წვრთნას
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადის წვრთნას

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადის წვრთნას, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები ემზადებიან უკრაინის მახლობლად სასაზღვრო რაიონებში განთავსებისთვის და რუსული ჯარების როტაციისთვის მათი პერსონალის გასათავისუფლებლად.

მანამდე უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ რომ რუსეთის არმიის მე-11 ცალკეული საჰაერო-მოიერიშე ბრიგადის საფუძველზე იქმნება ბურიატიის სპეციალური ბატალიონი, რომელიც დაახლოებით სამი ათასამდე კაცს შეადგენს და რომლის შემადგენლობაში ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები იმსახურებენ. 8 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენის დროს სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, კიმ იონგ ჰენმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, თავისი რეგულარული ჯარები გაგზავნოს უკრაინაში რუსების მხარდასაჭერად.