ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რიგის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე ნატო-ს 700-მდე სამხედრო განლაგდება
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რიგის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე ნატო-ს 700-მდე სამხედრო განლაგდება

რიგის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე ნატო-ს 700-მდე სამხედროს განალაგებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა გაავრცელა.

ამასთან, მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი ლატვიაში ნატო-ს გაფართოებული წარმომადგენლობის საბრძოლო დაჯგუფების ბრიგადის დონემდე გაზრდის მოსამზადებლად ხორციელდება. სამუშაო უკვე დაწყებულია და 2025 წელს დასრულდება.

სამხედრო ბაზაზე, რომელიც რიგის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს, ამჟამად ლატვიის ეროვნული გვარდიის მე-17 ბატალიონია დისლოცირებული.

ნატო-ს გაფართოებული წარმომადგენლობის საბრძოლო დაჯგუფება ლატვიაში 2017 წლიდან არის განლაგებული ადაგსკის ბაზაზე. მის შემადგენლობაშია ნატო-ს 11 წევრი ქვეყნის 1 900 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დაჯგუფების გაფართოების ფარგლებში ლატვიაში მომავალ წელს შვედი ჯარისკაცებიც ჩავლენ.