სამხედრო ატაშეები ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრნენ
სამხედრო ატაშეები ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ყოველწლიური გეგმის ფარგლებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სტუმრობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ატაშეებმა წელს პირველი გასვლითი შეხვედრა აღმოსავლეთ სარდლობაში გამართეს. უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მსგავსი ვიზიტები სისტემის ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია. ატაშეები ეცნობიან თავდაცვის უწყების ნატო-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესებს და სამომავლო გეგმებს.