29 სექტემბერს, დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
29 სექტემბერს, დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 სექტემბერს, დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს, 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.