ისანში, ნადარეიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3000კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია დაიწვა.
ადგილზე დილიდან 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძარი „ჯორჯიან პროდაქსის“ საწყობში გაჩნდა, სადაც ძვირადღირებულ დანადგარებთან ერთად საღებავებიც ინახებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობა და ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. კომპანია შინაური ცხოველების ავეჯს აწარმოებდა.
როგორც ცნობილია, საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული.