სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხის რამდენიმე საამქრო დაილუქა 
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხის რამდენიმე საამქრო დაილუქა 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხის რამდენიმე საამქრო დაილუქა.

პირველი არხის ინფორმაციით, სოფელ უდეში საწარმო „ტაოს“ სახერხი დაულუქეს. როგორც „ტაოს“ ხელმძღვანელი სტეფანე თუმანიშვილი  აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები დილის 07:00 საათიდან დაიწყო და დაილუქა დანადგარები.

სტეფანე თუმანიშვილი ამბობს, რომ უკანონოდ არ მუშაობდა და დალუქვის მიზეზი გაუგებარია.

„დალუქეს სახერხი, მიუხედავად იმისა, რომ წარვუდგინეთ ყველ დოკუმენტები, რომელიც ლეგალურად გვაძლევს მუშაობის უფლებას. ლუქავენ ხერხებს. როდესაც გამომძიებელი მეუბნება, რომ განჩინების საფუძველზე უნდა ამოვიღო დოკუმენტები, მე თანახმა ვარ, თუმცა ვითხოვ განჩინების ასლს. გამომძიებელი ამბობს, რომ ის ვერ მომცემს ასლს, რადგან ასეთი დავალება აქვს. ყველა დოკუმენტაცია წესრიგში გვაქვს, არ გვაქვს უკანონო არაფერი. ვითხოვთ განჩინებას, რათა გავერკვიოთ, რატო მოხდა ჩვენს ორგანიზაციაში ხერხის დალუქვა.ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას. სამართლებრივად ვიდავებთ, რომ აღვიდგინოთ ჩვენი უფლებები”, – განაცხადა სტეფანე თუმანიშვილი.

გარდა საწარმო “ტაოსი“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა იური კუბლაშვილის სახერხი საამქროებიც დალუქეს.