თბილისში, ისნის რაიონში, საწყობში ხანძარი ლოკალიზებულია.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გიორგი ნადარეიშვილის 61 ნომერში, ერთსართულიანი საწყობის შენობაში, სადაც ხის მასალაა განთავსებული, ცეცხლი 2000 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.