თბილისში, სამგორის რაიონში სამი მოზარდი მძიმედ დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდებმა დაზიანებები სამშენებლო მასალის ჩამოვარდნის შედეგად მიიღეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.