სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ორი ოთახი იწვის [ვიდეო]
თბილისში, სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ორი ოთახი იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვადრატული მეტრის ფართობი.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.