სამგორის რაიონში რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თეთრი ხევის დასახლების, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.