სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, გაცნობებთ, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, მოსკოვის გამზირის №36ა, №36ბ, №36გ, №36დ, №36ე, №36ვ, №36ზ, №38ა, №46, №46ა, აეროპორტის დასახლების №31, №34, №36, №39, №40, №42, №44, №45 და №130-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.