30 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლად კახაბერ გულედანი დაამტკიცეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი საკრებულოდან იტყობინება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გულედანი გამგებლობის კანდიდატი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 25 აპრილს წარადგინა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის გამოცდილება აქვს.
სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, დავით კერესელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, ამის მიზეზი სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი იყო.
კახა გულედანი ზურაბ ალავიძის მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.