სამეგრელოში, სოფელ ჯგალისა და ზუმის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძარია
სამეგრელოში, სოფელ ჯგალისა და ზუმის მიმდებარედ ხანძარია. მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ამბობს, რომ ხანძარი დაახლოებით ათ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. რთული რელიეფის გამო სახანძრო მანქანა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.
თამარ ბელქანიას განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობაა. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.