სამეგრელოში სამ პირს, რომლებსაც ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსზე გაგზავნილი სამივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
სამივე მამაკაცი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის პირველადი კონტაქტი იყო. ისინი დღეს გადმოიყვანეს ანაკლიის საკარანტინო სივრციდან. სამივე უკან, საკარანტინო სივრცეში იქნება გადაყვანილი.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია.