კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომლის კონტაქტების მოძიებაც სამეგრელოს რეგიონში ხდება
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომლის კონტაქტების მოძიებაც სამეგრელოს რეგიონში ხდება

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი სპორტსმენია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. რეგიონში მისი კონტაქტების ნაწილი მოძიებულია.

„ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელიც ამჟამად თბილისში, კლინიკაში იმყოფება, 27 მარტს იმყოფებოდა ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ადგილზე ფიქსირდება მისი კონტაქტები – როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია და მოქალაქეებს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ. კონტაქტების მოძიება გრძელდება.