სამეგრელოს რეგიონში აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი 600-მდე ფერმერმა აიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია გაეცნო.
აგროდიზელის ბარათი რეგიონში ორი დღის განმავლობაში უკვე აიღო 600-მდე ფერმერმა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებშიც მოხდება.