„ლანჩხუთმა“ კონკურენტი „სამეგრელო“ დაამარცხა და ქალებში საქართველოს ჩემპიონობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT  
„ლანჩხუთმა“ კონკურენტი „სამეგრელო“ დაამარცხა და ქალებში საქართველოს ჩემპიონობა დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT  

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონია. გუნდი ეროვნული პირველობის ბოლოსწინა ტურში უშუალო კონკურენტს, მოქმედ ჩემპიონს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრამდე გუნდები 25-25 ქულით ლიდერობდნენ და შეხვედრა ჩემპიონის ბედს წყვეტდა. მატჩი ლანჩხუთელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და პირველივე ტაიმში გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს. ანგარიში სწრაფი გოლით ლელა ჭიჭინაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სოფიკო ნარსიამ და ეთერ სულაშვილმა „სამეგრელოს“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს და პირველი ნახევარი 0:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჩხოროწყუს გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლანჩხუთმა“ ტიტული მოქმედი ჩემპიონისგან დაიბრუნა. გურულებმა მომდევნო სეზონში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მესამე ადგილი კი „კვარტალმა“ გაინაღდა, რომელსაც 10 ქულა აქვს და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, „ბათუმი“ ვეღარ დაეწევა.

ქსკ სამეგრელო – ქსკ ლანჩხუთი 0:3

გოლები: 0:1 ჭიჭინაძე (5), 0:2 ნარსია (33), 0:3 სულაშვილი (45)

„ლანჩხუთი“: სუხაშვილი, კალანდაძე, ნარსია, ჩხარტიშვილი, წულაია, ქადაგიშვილი, სულაშვილი, ეჯიბია, გორგაძე, ჭიჭინაძე, ბოლქვაძე.

სათადარიგოები: გაბუნია, ალელიშვილი, თავდიშვილი, დიმოპულუ, გუჯაბიძე, ამბალია.