სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ხერსონის ოლქის გუბერნატორს იური გუსევს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მისი მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ორივე სამხარეო ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ტურიზმის, ბიზნესის და სოფლის მეურნეობის სფეროში, თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობას. სახელმწიფო რწმუნებულმა უკრაინელ კოლეგას რეგიონის პოტენციალი გააცნო და რეგიონში ამჟამად არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ სტუმრებს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერებინა, რის შემდეგაც მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძის სახელოსნოს სტუმრობდა.
ზუგდიდის შემდეგ დელეგაცია ქალაქ ფოთს სტუმრობდა. ალექსანდრე მოწერელიამ იური გუსევს ფოთის პორტი დაათვალიერებინა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.