სამეგრელო-ზემო სვანეთში, ზუგდიდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოსაკვლევად გაგზავნილი 127 ანალიზიდან 81 პასუხი უარყოფითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 46 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 79 პირია. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 168 პირია თვითიზოლაციაში.
რეგიონში 24 საათის განმავლობაში საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა ორი პირი.