სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 46 ტესტის პასუხს ელოდებიან

11:30, 07.05.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ზუგდიდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოსაკვლევად გაგზავნილი 127 ანალიზიდან 81 პასუხი უარყოფითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 46 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 79 პირია. რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 168 პირია თვითიზოლაციაში.

რეგიონში 24 საათის განმავლობაში საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა ორი პირი.

მსგავსი