სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 87 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 34 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 21, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – შვიდი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 17. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში რჩება 117 პირი.