სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 39 შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია.

ინფიცირების წყაროებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით რეგიონში ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 101 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან რვა პირის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის ცხრა კოვიდინფიცირებული, მათ შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხრა კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში რვა პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ ათი კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი. რეგიონში სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 99 პირი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.