სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 217 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით, ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
რეგიონის 6 კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 201 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 76 კოვიდინფიცირებული, მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობას გადის 38 კოვიდპაციენტი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი, მათ შორის ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
რაც შეეხება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს, აქ ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 217 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 93 პირი.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.