სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 49 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
რეგიონში გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექვს კოვიდცენტრში 168 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკამედიში“ 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 62 ადამიანი.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.