სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 32 ინფიცირებული პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 233 კოვიდინფ8ცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ათი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით  თვითიზოლაციაში იმყოფება 1 243 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 89 ინფიცირებული პაციენტი. თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობაა 105.

რუხის კლინიკაში იმყოფება 115 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 28 პაციენტი, სენაკში 50 პაციენტი.