სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 372 კოვიდინფირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა 83 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 153 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 90 პაციენტის კი საშუალო სიმძისაა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 83 ადამიანი.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.