სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კარანტინში მყოფ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 95 პირი იმყოფება. ასევე, თვითიზოლაციაშია რვა ადამიანი.

ამასთან, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 178 ნიმუში, ყველა უარყოფითია.

ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალებს გამოიკვლევს.