სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია და ერთი ოჯახის წევრები, ნათესავები და სამსახურებრივად დაკავშირებული პირები არიან.
რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, კონტაქტების მოძიების მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ამასთან, რეგიონში ბოლო 24 საათში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავას მკვიდრი 71 წლის მამაკაცი ფ. ლ. მას სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 148 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის სამი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, 80 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძისაა. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და არიან ჟანგბადდამოკიდებულები.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 99 ადამიანი იმყოფება.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.