სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 120 შემთხვევა დაფიქსირდა, 720 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.
რეგიონის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური სამსახური ახალი ინფიცირების წყაროების კონტაქტების გამოსავლენად ღრმა კვლევებს ატარებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ექვს კოვიდცენტრში საერთო ჯამში 293 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 121 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.
ამასთან, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება სენაკის კლინიკა „სენამედს“ აქ მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის შვიდის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“კოვიდკლინიკაში კი 28 პაციენტი რჩება. რაც შეეხება სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედს“ , აქ 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 720 კოვიდინფიცირებული, ერთი კი გარდაიცვალა. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პირი.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.