სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს
კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.
შტაბის სხდომაზე მიმოიხილეს რეგიონში სადეზინფექციო საშუალებებით თავშეყრის ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასწავლო დაწესებულებებისა და სავაჭრო ობიექტების დამუშავების მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დღეს ზუგდიდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილია ინფიცირებულების 70-ზე მეტი კონტაქტი. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით 25 ადამიანი მკურნალობს. მარტიდან დღემდე რეგიონში კორონავისრუსზე სულ 27 ათასზე მეტი მოქალაქე გაიტესტა, მათგან ვირუსი 74 ადგილობრივს დაუდასტურდა.