სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია პროექტს - „ზუგდიდი 100 წლის წინ“ იწყებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალ პროექტს – „ზუგდიდი 100 წლის წინ“ იწყებს.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს 100 წლის წინ ზუგდიდში არსებული ვითარების შესახებ ვიდეო-ბლოგების მომზადებას, რომელიც სოციალურ ქსელშიც განთავსდება.
„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი სრულდება, თარიღი განსაკუთრებულად აღინიშნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზუგდიდი საიუბილეო თარიღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, ქალაქში იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის გაცოცხლდება სხვადასხვა ისტორიული სცენები. 100 წლის წინანდელ ზუგდიდზე მოქალაქეების ინფორმირებისთვის გადავწყვიტეთ, წინასწარი კამპანიის ფარგლებში მოვყვეთ, რა ხდებოდა საუკუნის წინ. ეს კამპანიის ერთი მიმართულებაა“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, მეორე მიმართულება 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციების დასახელებას გულისხმობს.