სამეფო წყვილის ქორწილში მსოფლიო ლიდერებს არ მიიწვევენ
სამეფო წყვილის ქორწილში მსოფლიო ლიდერებს არ მიიწვევენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი წინამორბედი ბარაქ ობამა ბრიტანეთის სამეფო წყვილის ქორწილს არ დაესწრებიან, ეს განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

კენსინგტონის სასახლეში კი განაცხადეს , რომ მსოფლიო ლიდერები პოლიტიკური ფიგურები არიან ამიტომ მათ არ მიიწევენ.  ბარაქ და მიშელ ობამებებს პრინც ჰარისთან და მის საცოლესთან, მეგან მარკლთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

გავრცელებული ნფორმაციით, ქორწილში არც ბრიტანეთის პრემიერი  ტერეზა მეია მიწვეული. სამეფო ქორწილი 19 მაისსაა დაგეგმილი.