პარიზში დონალდ ტრამპმა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სარაკეტო შეთანხმება და სირიის კრიზისი განიხილა
პარიზში დონალდ ტრამპმა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სარაკეტო შეთანხმება და სირიის კრიზისი განიხილა

პარიზში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სარაკეტო შეთანხმება და სირიის კრიზისი განიხილა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის განცხადებით, ელისეის სასახლეში გამართულ სამუშაო სადილზე დონალდ ტრამპმა, ვლადიმერ პუტინთან, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან საუდის არაბეთზე, ავღანეთზე, ჩრდილო კორეაზე, ასევე ვაჭრობის საკითხებსა და სანქციებზეც გაამახვილა ყურადღება. მსოფლიო ლიდერები პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.