სამცხე-ჯავახეთში ჟოლოს ბაღი გაშენდა
სამცხე-ჯავახეთში ჟოლოს ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ჟოლოს ბაღი გაშენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ერთ-ერთმა ბენეფიციარმა 1 ჰა მიწის ფართობზე ჟოლოს ახალი ბაღი გააშენა.

ხეხილის ბაღი ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში მდებარეობს, რომელიც პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 9,509.37 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 7,035.00 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 2,474.37 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 20 ჰა მიწის ფართობზე. ჯამურმა თანადაფინანსებამ 108,465.96 ლარი შეადგინა.