„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლში მეფრინველეობის ფერმა ამოქმედდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მეფრინველეობის ფერმა „ქართული ფრინველი“ აშენდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ფერმა დღეში საშუალოდ 15000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.